Home » მთავარი » მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე აღწევს , ხოლო დაშავებულია 600 ადამიანი

მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე აღწევს , ხოლო დაშავებულია 600 ადამიანი

მარიამ ახალკაცი

უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულებს შორის კი 600-ზე მეტი ადამიანია. 6,7-6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

CNN-ის ინფორმაციით, 13 ადამიანი დაიღუპა ელაზიგის პროვინციაში, 4 — მალატიაში, 1 — დიბირანში და კიდევ ერთი სხვა მხარეში. ამ ინფორმაციას CNN თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელაზიგის პროვინციაში 30-ამდე გაუჩინარებული ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, დაშავებულთა რიცხვი კი დაახლოებით 650. წინასწარი ინფორმაციით მიწისძვრა 40 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...