Home » მთავარი » მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

მარიამ ახალკაცი 

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ, ამის შესახებ “რუსთავი2”-ს წურწუმიების ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

“ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდათ. დაემატა სსკ 143-ე მუხლის 2გ და 3ა ნაწილი. რაც მოიცავს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,”- განაცხადა ლონდარიძემ. მისი თქმით, ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის და გამორიცხული არაა, რომ ბრალის კვალიფიკაციის საკითხში ცვლილება კიდევ მოხდეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მურად წურწუმია შემთხვევის ადგილიდან საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ, მასთან ერთად იყვნენ ბრალდებულებიც, რომლებსაც წურწუმიასთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ. მას შემდეგ რაც მისი მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა, მასთან დარჩენილმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარეს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლის წარდგენა და მსჯელობის შედეგად მოხდა მუხლის კიდევ დამძიმება – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად.

აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის აქვს წაყენებული, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...