Home » მთავარი » „იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ფიზიკურად მე გავუსწორდი და მე ვცემე

„იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ფიზიკურად მე გავუსწორდი და მე ვცემე

მარიამ ახალკაცი

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს ოპოზიონერი წევრი  გუშინდელ ინცინდენტზე კომენტარს  აკეთებს:

„იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ამ ტურებს და სვავებს, რომლებიც მოპარვით გამისწორდნენ ფიზიკურად, მე ვცემე. გვაქვს ასეთი პრაქტიკაც ოპოზიციის ლიდერებთან მიმართებით“,

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, 24 იანვარს, მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა თბილისის საკრებულოს წევრზე ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის საკრებულს წევრს ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართება, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოსაძიებელი არც არაფერია. მინიმუმ, საკრებულოს სამი წევრი ჯგუფურად ძალადობდა ლევან ხაბეიშვილზე. კადრებიდან ცალსახად ჩანს, რომ მოტივი პროვოცირებული იყო. აქ, მთავარია ერთი რამ – ვნახოთ, რამდენად ოპერატიულად იმოქმედებს საგამოძიებო სამსახური. დიდი იმედი გვაქვს, რომ პირიქით არ მოხდება, მაგალითად, როცა გიგი უგულავას პროვიცირება მოხდა მოჭიდავეების მიერ და უგულავას წაუყენეს ბრალი ძალადობაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქამდე არ მივა, საქმეს ირონიულად არ მოეპყრობიან და ლევან ხაბეიშვილს იქეთ არ დასდებენ ბრალს სხვა პირებზე ძალადობასა და პროვოცირებაში“, – განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ისინი ყველა ინფორმაციას მიაწვდიან და ელოდებიან, რომ ჩატარდება ექსპერტიზა, ვინაიდან ხაბეიშვილს დაზიანებები აქვს არა მხოლოდ სახის, არამედ ტანის არეშიც და აღენიშნება გარკვეული ტკივილები.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე, როგორც იურისტს, რომ აქ ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი ჯგუფური ძალადობის მუხლით. ასევე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში უნდა დადგეს, რამდენად აქვთ მორალური თუ სამართლებრივი უფლება ამ ადამიანებს დარჩნენ თბილისის საკრებულოში, ამაზეც ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...