Home » მთავარი » გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, როგორც გლობალური მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მთავარი საფუძველი.

 განათლების ხარისხის ამაღლება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. განათლება ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს 2020 წლის ბიუჯეტშიც. განათლებისკენ მიმართული ბიუჯეტი 2020 წელს 2012 წელთან შედარებით 116%-ითაა გაზრდილი.

📖 მიმდინარეობს განათლების სისტემის სრულ ტრანსფორმაციაზე მუშაობა ყველა მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

🏫 სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია:

► 2013 წლიდან დღემდე აშენდა 48 სკოლა;

► 1800-მდე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ტიპის ნაწილობრივი რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

📚 უფასო სახელმძღვანელოები:

2013 წლიდან ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელოები სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცემა.

🚌 მოსწავლეთა ტრანსპორტირება:

► 2013 წლიდან მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა, სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობს 1200-ზე მეტი სკოლის 70 000-მდე მოსწავლე.

👩‍🏫 მასწავლებელთა ხელფასების ზრდა:

გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები და ზრდა მუდმივად გრძელდება. 2013-2020 წლებში მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 3-ჯერ გაიზარდა.

👩‍🎓 უმაღლესი განათლება:

► უმაღლესი განათლების დაფინანსება გაორმაგდა .

► შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 850-მდე ქართველ სტუდენტს დაუფინანსა.

► სწავლა უფინანსდებათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს, ასევე სტუდენტებს სოციალური პროგრამის ფარგლებში.

 პროფესიული განათლება:

► 2013 წლიდან პროფესიული განათლების მიღება უფასო გახდა სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

► შემუშავდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა;

► პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, გაიზარდა 33%-დან (2012 წელს) 62%-მდე (2019 წელს);

► 2019 წელს, პროფესიული განათლების დაფინანსება 5-ჯერ გაიზარდა 2013 წელთან შედარებით;

► დაიწყო მოდულური, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. გაძლიერდა საჯარო -კერძო პარტნიორობის ფორმატი პროფესიული განათლების სფეროში;

► ჩატარდა კოლეჯების რეაბილიტაცია და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

► 2019 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უკვე 8 ათასამდე სტუდენტი ჩაირიცხა;

► 2013-2019 წლებში, 1300-მდე შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბენეფიციარი ჩაერთო პროფესიულ განათლებაში და დაეუფლა პროფესიას სრული სახელმწიფო დაფინანსებით;

► პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართათვის.სახელმწიფოს დაფინანსებით 1000-ზე მეტი მსჯავრდებული და ყოფილი პატიმარი ჩართულია პროფესიული მომზადების პროგრამებში;

► დაიწყო ზრდასრულთა პროფესიული განათლების სისტემის განვითარება. მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩაერთო 800-მდე პირი, რომელთა 60% სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდა;

👨‍🔬 მეცნიერთა ხელშეწყობა:

► 2013-2020 წლებში 46%-ით არის გაზრდილი მეცნიერების დაფინანსება, სამეცნიერო პროგრამებზე და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება კი 38.6 მილიარდითაა გაზრდილი (2.5-ჯერ მეტი).

► შესაძლებელი გახდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფინანსების 2-ჯერ, ხოლო მასში დასაქმებულ მეცნიერთა ხელფასების საშუალოდ 3-ჯერ გაზრდა.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...