Home » მთავარი » “მე უნდა დამესაჯა?! კარგი რა, უკაცრავად, მე მივეცი ნარუშილოვკა?!.”

“მე უნდა დამესაჯა?! კარგი რა, უკაცრავად, მე მივეცი ნარუშილოვკა?!.”

ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან ერთ-ერთ არხს მიაწოდა 2014 წელს გადაღებული კადრები, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან.

გავრცელებულ ინფორმაციას ვახტანგ გომელაური ეხმიანება:

-რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, – აღნიშნა გომელაურმა.

კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, გომელაურმა უპასუხა, რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

„ეს იყო პატრულ-ინსპექტორი. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ეს“, – აღნიშნა მინისტრმა და როგორც განმარტა, ის არ აგებს პასუხს იმაზე, რომ კიტა იზორია საბოლოოდ გაათავისუფლეს.

„უკაცრავად, მე უნდა დამესაჯა?! კარგი რა, უკაცრავად, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?! რატომ გაუშვა?!“, – განაცხადა შს მინისტრმა და კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კიტა იზორიას ე.წ ნარუშილოვკა, დასძინა: „უკაცრავად, მე მივეცი?!“.

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...