Home » მთავარი » “იგეგმება ჩვენი მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაცია…”

“იგეგმება ჩვენი მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაცია…”

საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან ერთად, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრენების შეჩერებისა და საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს.

“ფრენები აიკრძალება, ასევე, იგეგმება ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით მოხდება მოქალაქეების ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში,” – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარალელურად გრძელდება სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები, ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და მათი საგანგებოდ შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ჩინეთში კვლავ მძვინვარებს, საქართველო ამ კუთხით მაინც დაბალი რისკის ქვეყნებს შორის არის.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველო 5 ქვეყანას უპირობოდ უხსნის საზღვრებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან ...