Home » მთავარი » ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სხოვნის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სხოვნის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სხოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

75 წლის წინ, 27 იანვარს მსოფლიომ კაცობრიობის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულის შესახებ შეიტყო. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ ისტორიის ეს შემზარავი მონაკვეთი. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის აღნიშვნით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ასეთი დანაშაული არ უნდა განმეორდეს.
მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის სივრცე მოეწყობა. თბილისი იქნება ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანი, სადაც ასეთი ადგილი განთავსდება. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის სივრცის მოწყობით, ჩვენ ამ საშინელი დანაშაულის 6 მილიონ მსხვერპლს პატივს მივაგებთ.
ამ ინიციატივით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობას-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...