Home » მთავარი » საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

2020 წლის 28 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ორ პირს – რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე  pc.gov.ge  და საპროკურორო საბჭოს  ფეისბუქგვერდზე   ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

 საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას  2020 წლის 29 იანვარს 11:00 საათზე გააგრძელებს.

Facebook Comments
x

Check Also

30 წელი ემიგრაციაში და წალენჯიხელების მადლობა ბადრი ზარქუას

30 წელია ბადრი ზარქუა გერმანიაში მოღვაწეობს, წარმოშობით წალენჯიხელი ამ წლების მანძილზეც არ ივიწყებს მშობლიურ ხალხს ...