Home » მთავარი » “ერთი დღით არ მთავრდება ეს ყველაფერი, სამართალი იზეიმებს”

“ერთი დღით არ მთავრდება ეს ყველაფერი, სამართალი იზეიმებს”

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და  მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.

მაჩალიკაშვილის თქმით, მთავრობა გარიგებას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თემირლანის ტერორისტად გამოცხადებით ემუქრებოდა.

“დღეს ისეთი დარტყმა იყო საბოლოოდ. რასაც მპირდებოდა დღევანდელი სისხლიანი, გახრწნილი სისტემა. არ იქნები ჩვენთან? არ ითანამშრომლებ? ჩვენ საბოლოოდ ასეთ შედეგს დავდებთ და ვიტყვით, რომ თემირლანი იყო ტერორისტი. ითანამშრომლებ? ნაწილობრივ ვაღიარებთ, ხოლო შემდგომში მთლიანად ვაღიარებთ, რომ თემირლანი არ იყო დამნაშავე.

გოგაშვილო, შენ გინდა იმის თქმა, რომ იქ მოკლული სპეცრაზმელის გამო შური იძიე, ხომ თემირლანზე? ვნახოთ. ერთი დღით არ მთავრდება ეს ყველაფერი, სამართალი იზეიმებს. სამართალი თავის სიტყვას იტყვის,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პროკურატურის განცხადება

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...