Home » მთავარი » “მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული”

“მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული”

პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული.

“იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები რაც ტერორიზმს ეხება, ვფიქრობ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული ამ პერიოდში, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტის შენობაში შესვლასა და ბრიფინგის ჩატარებას ითხოვდა. მისი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

მაჩალიკაშვილი “ოცნებიდან” წასული დეპუტატებისგან მხარდაჭერას ითხოვს

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...