Home » მთავარი » “ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის…”

“ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის…”

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, , რომ საქართველო მზადაა რუსულ დელეგაციას ევროსაბჭოს მინისტერიალზე უმასპინძლოს, განმარტებებს თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, მაგრამ პარალელურად ფაქტია საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა.

“ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. საქართველო არის ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ესეც ფაქტია, რომ სამწუხაროდ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრობის სტატუსი. მოვა ის დროც, ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით.

ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მაშინ ჩვენს პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და რაღაც გამოსავალს ვპოულობთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...