Home » მთავარი » “სამინისტროს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და დახმარება სჭირდებათ”

“სამინისტროს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და დახმარება სჭირდებათ”

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნისა და განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ადვოკატი მარიამ საბიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

-მოგეხსენებათ, გუშინ შევხვდით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს..მინდა ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ვისაუბრო..პირველ რიგში გულსატკენია, მათი დამოკიდებულება სტუდენტებისა და მათი წარმომადგენლის მიმართ..”ბავშვები” საუბრობენ წინა შეხვედრისას წარმონადგენლების ცინიკურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან საწყენია.. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, ეს ხალხი ფაქტიურად არ აღიარებს წარმომადგენლის დეფინიციას, რომელიც კანონითარის გათვალისწინებული და პირდაპირ განსაზღვრული, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰყავდეს წარმომადგენელი..წარმომადგენელს უფლება აქვს ისაუბროს მარწმუნებლის სახელით.. ეს უფლება ფაქტობრივად გუშინ შემიზღუდეს..მოვიხსენიებდი სტუდენტებს ” ბავშვებად” და გაუგებარია სამინისტროს თანამშრომლებისთვის სიტყვა “ბავშვი” რატომ არის შეურაცხმყოფელი (არადა რამდენჯერმე მათი მხრიდანაც გაჟღერდა მსგავსგი მიმართვა)..მოკლედ, შესვლისთანავე ცხადი იყო მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.. სამწუხაროდ.. გუშინ რეალურად სამინისტროში მივედი იმ იმედით, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდოდით.. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია სამინისტროს პოზიციაც ამ ბავშვების მიმართ.. კანონმდებლობაც ცნობილია..ამიტომ მოვედი სალაპარაკოდ და არა საჩხუბრად.. შეხვედრისას გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რის გამოც კითხვები მეც გამიჩნდა.. განათლების სამინისტროსთვის ცნობილია, რომ ვიღაც ამ ბავშვებს ატყუებთ (თან განმარტეს, რომ სამართლებრივად სწორად იქცევიან, კანონის დარღვევის გარეშე) და ამისთვის არავინ არაფერს აკეთებს? მსგავსი რომ აღარ განმეორდეს, მინიმუმ უნდა გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს სამინისტრომ იმიტომ, რომ ყველამ არ იცის როგორ და სად გაეცნოს კანონს..

რაც შეეხება ამ ბავშვებს..მე შევდივარ მათ მდგომარეობაში..მათი ოჯახების მდგომარეობაში და ვფიქრობ სახელმწიფომ უნდა მისცეს შანსი (როგორც შარშან) მობილობით, ყოველგვარი დამატებითი რეგულაციის გარეშე გააგრძელონ სწავლა საკუთარ ქვეყანაში.. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, გასაგებია სამინისტროს პოზიცია, პატივს ვცემთ კანონსაც, თუმცა საკუთარი მოქალაქეების ხელშეწყობა, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანია..

პირადად ვითხოვ მარტო შეხვედრას განათლების სამინისტროს ნებისმიერ წარმომადგენელთან.. ან მთავრობის წარმომადგენელთან..ყოველგვარი აგრესიის გარეშე ვისაც შეუძლია საუბარი..ვინც პატივს სცემს წარმომადგენელს და უსმენს.. დრო გვაქვს მცირე სამწუხაროდ..

ბავშვებს ისევ პროტესტი უწევთ გარეთ  იმის მაგივრად, რომ რამე გამოსავალზე გვესაუბრა ეს ბავშვებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან..დავეხმაროთ მათ, რატომ არ არის ნებელობა ამისი…

სტუდენტების განცხადება და მოთხოვნა:

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...