Home » მთავარი » „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

„დამოუკიდებელი დეპუტატები“ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

„პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს იყო თუ არა მაჩალიკაშვილების ოჯახის რომელიმე წევრი კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან ჯგუფებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით გახდა სპეცოპერაციის საფუძველი. ვფიქრობთ, რომ სუს-ის ხელთ არსებული მასალების გასაჯაროვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულზე პასუხის გაცემას.

კვლავაც რჩება კითხვები სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიით დასრულდა და რომლის საგამოძიებო პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა.

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ფორმატში საქმის მასალების გასაჯაროების პროცესს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა”

განცხადება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრების: მარიამ ჯაშის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირის, ლევან კობერის, კობა ნარჩემაშვილისა და გედევან ფოფხის სახელით გავრცელდა.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...