Home » მთავარი » ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კინოჩვენება გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კინოჩვენება გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართული ფილმის – „მოირა“ ჩვენება გაიმართა. თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ფილმი რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ და მსახიობებმა – ზაზა მაღალაშვილმა და პაატა ინაურმა წარუდგინეს. ფილმის ჩვენების შემდეგ, მათ გადაღების პროცესისა და ფილმის წარმატებების შესახებ ისაუბრეს.

ქართული მხატვრული ფილმი 2015 წელს აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ნაშრომად დაასახელა. ამავე წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე „მოირა“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „მოირა“ აშშ-ის კინოაკადემიის „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარადგინა.

კინოჩვენებები, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, თავდაცვის ძალებში ქართველი სამხედროებისთვის პერიოდულად იმართება.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...