Home » მთავარი » “ჭორების ტყვეობაში ყოფნა პოლიტიკოსის ხვედრია, გაკვირებისგან პირი დამიღია…”

“ჭორების ტყვეობაში ყოფნა პოლიტიკოსის ხვედრია, გაკვირებისგან პირი დამიღია…”

ირაკლი ოქრუაშვილი

ეგრეთ წოდებული რობაქიძის საქმის შესახებ

ჭორებით კვება და ცხოვრება ყველა პროვინციული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი და ჩვენი, გამონაკლისი არაა.
ჭორების ტყვეობაში ყოფნა პოლიტიკოსის ხვედრია.
უამრავი ისეთი ჭორი მსმენია ჩემზე, რომ გაკვირებისგან პირი დამიღია.
მაგალითად, ერთმა ცნობილმა გორელმა კაცი გამომიგზავნა წუხილით – ჩემს ცოლთან რატომ დადისო. არადა მისი ცოლი თვალით არ მყავდა ნანახი.
ერთხელ მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელმა თხოვნა გადმომცა- ნიამორებზე ნუ ნადირობო, რადგან გადაშენების პირასააო. არადა, ნიამორი მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი. ( ბოლოს გავარკვიე, რომ რომელიღაც მონადირეს მცხეთელ მეფიტულესთან მოკლული ნიამორი მიუყვანია. მეფიტულეს უკითხავს – გარემოს დაცვა თუ დამადგა, რა პასუხი გავცეო. მონადირემ -რამე მოიფიქრეო, თუ არადა უთხარი ოქრუაშვილის მოკლულია და თავს დაგანებებენო).
ასეა, დაგაბრალებენ და თავი უნდა იმართლო. ესაა ჩვენი ცხოვრების ნორმა.

თუ პოლიტიკაში ფეხი შედგი, მთავარი წესი უნდა გახსოვდეს: ჭორებს არ უნდა აჰყვე და თავი ასოდეს უნდა იმართლო.
ყველა ჭორს დრო რეცხავს, მაგრამ სულ სხვაა, რომელსაც ისეთ დანაშაულს გაბრალებენ,რომელიც არ ჩაგიდენია.
ამ დროს, გულხერდაკრეფილი ვერ იჯდები და დროის იმედად ვერ იქნები. თუმცა, თავისმართლება აქაც არასწორად მიმაჩნია.
თავი არც მაშინ მიმართლია, როდესაც წინა ხელისუფლებამ ცხინვალიდან ზილით მიმავალი 25 კაცით ხელისუფლების დამხობას მაბრალებდა და არც ახლა ვაპირებ.
თავისმართლება, მითუმეტეს უაზრობაა, როდესაც მთელი სახელისუფლებო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს და მოსამართლეს დახვრეტა არ ასცდება, ივანიშვილის დავალებისაგან განსხვავებული რამე , რომ გაბედოს.

რობაქიძის საქმის ჩემთვის მოწებების მცდელობით, ივანიშვილმა მხოლოდ მოკლევადიან მიზაბს მიაღწია- გავრილოვის ღამის უსუსური, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი კრიმინალურით გადაფარა და ჩემდამი საზიგადოების თუ უხოელების სოლიდარობა ამით ნაწილობრივ გაანეიტრალა.

ცოტა ხნით თავი დავანებოთ იმას, თუ როგორ უნიათოდ აქვთ შკერილი საქმე და რა დონეზე გააყალბეს ის , ჩემთან მიმართებაში.
ასევე თავი დავანებოთ იმასაც, რომ ჩემი ბრალი მხოლოდ 2 ისეთი ადამიანის- დონაძის და მიქაძის ჩვენებას ეფუძნება, რომლებსაც აქამდე, ჩემზე, 15 წლის მანძილზე არაფერი უთქვამთ და მხოლოდ მაშინ თქვეს, როდესც ისინი ციხეში გამოკეტეს, ჩვენება გამოძალეს ციხიდან გათვისუფლების სანაცვლოდ და ისიც მაშინ, როდესაც ხელისუფლების ოპონენტი გავხდი.

ცოტა ხნით, ასევე, თავი დავანებოთ იმასაც, რომ მათზე არნახული ზეწოლა მიდიოდა, რომ ჩემზე ჩვენება მიეცათ, რასაც სხვა პატიმრები ადასტურებენ.
ერთ-ერთ მათგანს ჩემზე ჩვენების მიცემამდე ერთი თვით ადრე, სახალხო დამცველისთვის წერილობით აქვს მიმართული, რომ მასზე ციხეში ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე ჩვენების მიცემის მიზნით.

ადრე თუ გვიან დრო ამ საქმეს თავდაყირა დააყენებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თუ ვინმეს ამ საქმეში რაიმე სახით ჩემს მონაწილეობაზე ეჭვი ეპარება, მარტივ გამოსავალს ვთავაზობ ( მათ შორის პროკურატურასაც)- ჩვენებას მივცემ პოლიგრაფზე-სიცრუიუს დეტექტორზე, იმ პირობით, რომ დონაძეც და მიქაძეც პოლიგრაფით დაიკითხებიან.
თუ პოლიგრაფი ჩემს ბრალეულობას და დონაძის და მიქაძის ჩვენების სიმართლეს ოდნავ მაინც დაადასტურებს, მზად ვარ ბრალი ფორმალურად ვაღიარო და მოვითხოვ მაქსიმუმი- 8 წელი მომისაჯონ.

P.S მიშა ქარელის პოლიგრაფზე დაკითხვას არ მოვითხოვ, მისი სიდებილიდან გამომდინარე, აპარატი ტყუილად უნდა გადაიწვას

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...