Home » მთავარი » “შოთაძის დაბრუნება მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება პროკურატურის და ქართულ მართლმსაჯულებას”

“შოთაძის დაბრუნება მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება პროკურატურის და ქართულ მართლმსაჯულებას”

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად შესაძლო დაბრუნების პერსპექტივა რამდენიმე კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი

1 – მან თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე არის მისაყვანი.
ანუ პასუხისმგებლობას იღებს, რომ განცხადებები, რომლებიც ელოდება თავის ბედს, სასწრაფო ტემპში უნდა განიხილონ და ყველა დანაშაული, რაც იყო სისტემური პრობლემა, იყოს გამოძიებული.
ალბათ, ეს არის უმთავრესი გამოწვევა.

2 – სისტემას აუცილებლად სჭირდება ავტორიტეტული ხელმძღვანელი.
ლიდერი, რომელიც პროკურორებისთვის იქნება სამაგალითო. ირაკლი შოთაძე, როგორც ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი, ამ ორივე კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია.

3 – გენერალურ პროკურორად მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო ძალიან ბევრი საჭირო რეფორმა, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.
ეს რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი და სწორედ იმ ადამიანმა უნდა მიიყვანოს ბოლომდე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ რეფორმების დაწყებას.

4 – ობიექტურად უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან დღეს, პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ყველაზე კარგად სწორედ შოთაძე გაუმკლავდება.

5 – თავის დროზე, თანამდებობის დატოვებით მან დაადასტურა, რომ არანაირი პირადი დაინტერესება არ ჰქონდა ხორავს ქუჩის საქმეში და ღირსეული გადაწყვეტილებით ბევრ კითხვას გასცა პასუხი.
ასე რომ, ვფიქრობ მისი დაბრუნება მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება როგორც პროკურატურის სისტემას, ასევე ქართულ მართლმსაჯულებას.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...