Home » მთავარი » “როგორ არ გრცხვენიათ ამდენ ტყუილს რომ ამბობთ? რა გაძინებთ მშვიდად?”

“როგორ არ გრცხვენიათ ამდენ ტყუილს რომ ამბობთ? რა გაძინებთ მშვიდად?”

ბაღდადშ მომხდარი ტრაგედიის გარშემო გამოხმაურებებს და კომენტარებს ჟურნალისტი ნატო გოგელია ეხმიანება:

-ნეტავ როგორ არ გრცხვენიათ ამდენ ტყუილს რომ ამბობთ? აგერ, დაღუპულის ოჯახის დეკლარაციის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ რვასულიან ოჯახს ყოველთვიურად სააგენტო 680 ლარს ურიცხავდა!!!! ეს დოკუმენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში მოგვცეს (კალმით მინაწერიც მათია და გაურკვეველია რაა) და დღეს გაკეთებული ამონაწერია!!!! მორალის კითხვას რომ შეეშვათ და ამ ადამიანებს მიხედოთ არა? სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency თქვენი წარმომადგენელი რომ დაიმალა, რატომ გგონიათ რომ პასუხისმგებლობას გაექცევით? რა პირობებში ცხოვრობდა 4 არასრულწლოვანი რატომ არ შემოაწმა მუშაკმა? რატომ არ იკითხეთ რას ჭამდნენ ის სამი თვე, როცა სოციალური დახმარება შეუჩერეთ? ბაღდათის მერმა არაფერი მაქვს თავის სამართლებელიო!!!!!! ხო, რაც მაგას ტაშ_ფანდურში და მივლინებებში ფული აქვს გაცემული რაზე უნდა იმართლოს თავი? რა პრობლემაა, რომ მის გვერდით ადამიანებს შიათ, სცივათ… საქართველოს მთავრობა ბაღდათის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა დღეს ტვ პირველისგან გაიგო, რომ გარდაცვლილი ქალის 4 არასრულწლოვანი მულიშვილიც ისეთივე უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ნაქირავებ სახლში და რამდენიმე დღეში ქუჩაში გამოყრიან, რადგან სახლი გაიყიდა!!! მერმა მოძებნონ სახლი და ქირას გადავიხდითო… და ამ დროს სოციალური მუშაკი? დეპუტატი? ბიზნესმენი? ქველმოქმედი? ნეტავ რა გაძინებთ მშვიდად? ქართული ოცნება / Georgian Dream ამაზე არავის უოცნებია, არავის!!!!
პ.ს. მართლა არ მინდოდა ამ თემაზე სტატუსის დაწერა, მაგრამ ვოლსკის დაწყობილი სახე რომ დავინახე და მისი მათემატიკაც მივისმინე არ შემეძლო ეს დოკუმენტი არ დამედო!!!! #სირცხვილია #ნუგვატყუებთ #თქვითსიმართლე #მოაგვარეპრობლემა

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...