Home » მთავარი » ბოკერია ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტს ირონიულად აფასებს

ბოკერია ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტს ირონიულად აფასებს

მარიამ ახალკაცი 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ში სენატორებთან შეხვედრას ირონიულად აფასებს და ამბობს, რომ ზალკალიანმა დაპირებები მისცა სენატორებს, “სერიოზული კაცია და ტყუილად არაფერს იტყოდა”.

“როგორც გავიგე, ზალკალიანს დაპირებები გაუცია პროგრესი იქნებაო. ვნახოთ, ერთი რა პროგრესს აპირებენ. რა უნდა შეცვალონ? ფაქტობრივი ვითარება ქვეყანაში არ შეცვლილა. ვიზიტები არაფერს არ უშველის. ეს ბოდვა და სამარცხვინო განცხადებები, რომ სენატორებს ცნობიერებას ავუმაღლებთო, ეგ ხო კომიკურია. ჯერჯერობით სენატორების რა განცხადებებიც ვნახეთ იყო, რომ დაგვპირდნენ, რომ მდგომარეობა გამოსწორდებაო. ბატონი ზალკალიანი სერიოზული კაცია ძაან და ტყუილად არაფერს იტყოდა”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სენატში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

როგორც სენატორები ამბობენ, ზალკალიანთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, გაიმეორეს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ.

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...