Home » მთავარი » 4 კანდიდატიდან ყველაზე მეტი ხმა შოთაძემ მიიღო

4 კანდიდატიდან ყველაზე მეტი ხმა შოთაძემ მიიღო

გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოსტზე საპროკურორო საბჭომ დღეს 4 კანდიდატი შეარჩია.

ირაკლი შოთაძე, დარიკო თორდია, სოფიკო შენგელია და ვალერიან ვაჭარაძე – საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული გამოავლინა, საიდანაც სამს უკვე ხვალ შეარჩევს. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შემდეგ სხდომაზე კი ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...