Home » მთავარი » 15 წლის ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები

15 წლის ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსსახურის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულების საქმეზე პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომაც გამოიკვეთა.

მათი განმარტებით, გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის დარღვევები გამოიკვეთა.

უწყების ცნობით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვანს. აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

“შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...