Home » თქვენი სათქმელი » “ეს ახალი პლათფორმა იქნება, ჩვენ უკვე ბევრნი ვართ…”

“ეს ახალი პლათფორმა იქნება, ჩვენ უკვე ბევრნი ვართ…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით ნებიერიძე

სამოქალაქო თავდაცვის პლათფორმა

ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად, ზუსტად ამ ეტაპზე აქვს უდიდესი მნიშვნელობა შეუპოვრობას და პრაგმატულობას. რაც საერთო ჯამში მაქსიმალურ შედეგს მოგვცემს.

ერთმანეთს კი არ უნდა ვექიშპოთ და ვაკრიტიკოთ, არამედ ყველამ ის უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია და შევავსოთ, გავაძლიეროთ ერთმანეთი.

გულანთებული პატრიოტების საკმაოდ დიდი ჯგუფი შევეჭიდეთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომლის წინაშეც დაგვაყენა ამ მოძალადე ხელისუფლებამ. განსაკუთრებით მშვიდობიანი აქციების ჩატარების დროს.
კერძოდ, ჩვენ რიგით და მშვიდობიან მოქალაქეებს აღარ გვიცავს აღარც კანონი და აღარც პოლიცია.

მოძალადეები კი მარტივად აღწევენ თავის მიზანს არადისციპლინირებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხშირად კი მიზანმიმართულად გვისევენ ტიტუშკებს და დაუცველი მოქალაქე ხდება მსხვერპლი.
ამიტომ, ჩვენ ვისარგებლებთ კანონით მონიჭებული აუცილებელი მოგერიების უფლებით და თავად ვიზრუნებთ ჩვენი და მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოების დაცვაზე, მკაცრად კანონის ფარგლებში.

ჩვენ უკვე ბევრნი ვართ და სისტემატიურად ვმართავთ საორგანიზაციო შეხვედრებს. თუ გექნებათ სურვილი შემოგვიერთდეთ კიდევ უფრო გავძლიერდებით. მერწმუნეთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა და ასეთ ორგანიზებულ ძალას უკვე თავქარიანი და თავზეხელაღებული ნაბიჭვრებიც ვერ დაგვიპირისპირდებიან. ჩვენ ვემსახურებით კეთილშობილ იდეას და კანონის ფარგლებში უაღრესად ეფექტურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას და რაც მთავარია დაცულობის განცდას მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის პროტესტის გამოხატვის დროს. აქეთ ვდგავართ ვაჟკაცები, იდეალისტები და კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებსაც ვერ დაგვამარცხებს და ელემენტარულად ვერ მოგვერევა მედროვეთა და უღირსთა ბრბოები.

ჩვენი რიგები ღიაა მოხალისეთათვის.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...