Home » მთავარი » კახა კალაძე – უგულავას მხრიდან ბრალის აღიარებაზე არასწორი განმარტება გავაკეთე

კახა კალაძე – უგულავას მხრიდან ბრალის აღიარებაზე არასწორი განმარტება გავაკეთე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გიგი უგულავას მხრიდან ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით არასწორი განმარტება გააკეთა და ეს შეცდომა იყო. მისი თქმით, დაკავებასთან საარჩევნო წელი კავშირში არაა.

“თუ ადამიანს აქვს დანაშაული კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა. ადამიანურად არ მიხარია, მაგრამ ჩვენ ვიცით თუ რა დანაშაულთან არის საქმე, და ისიც არასწორი ინფორმაციაა, რომ თითქოს ის ორჯერ გასამართლდა ერთი და იგივე საქმეზე”, — თქვა კახა კალაძემ.

კალაძის თმით, პოლიტიკოსის სტატუსი მართლმსაჯულების პროცესს ვერ შეაჩერებს და თემის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. მერმა განმარტა, რომ საქმე, რომელზეც გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს დახურული არ იყო და ის პროკურატურას გასაჩივრებული ჰქონდა.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წევრები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან და პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ თვითონ მივიდა. უგულავას თქმით, ციხეში მესამედ მიდის და მიაჩნია, რომ იქ თავისუფლება არ ეზღუდება, პირიქით საქართველოში ციხეა თავისუფლების ადგილი.

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...