Home » მთავარი » “რაც დავწერე ალბათ არცერთი მხარისთვის არ იქნება მისაღები, მაგრამ რა გაეწყობა…”

“რაც დავწერე ალბათ არცერთი მხარისთვის არ იქნება მისაღები, მაგრამ რა გაეწყობა…”

ზვიად ტომარაძე

რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ნეიტრალური არბიტრის გადმოსახედიდან?

1. ატარებს თუ არა ეს დაკავება პოლიტიკურ ნიშნებს, პასუხი ცალსახაა –დიახ! ანუ რომ არა ხელისუფლების არსებული პოლიტიკური ინტერესი, თვალს დახუჭავდა და მოერიდებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. რისი მაგალითებიც ჩვენს ბედკრულ სამშობლოში მრავლად მოგვეპოვება.

2. სამართლებრივად გაუმართლებელი იყო თუ არა მისი დაკავება და არის თუ არა ერთი და იგივე დანაშაულისთვის მეორედ გასამართლება? პასუხი აქაც ცალსახაა – არა! ვინაიდან საკითხი ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას, რაზეც სასამართლო პროკურატურის კვალიფიკაციას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს გაფლანგვა კი არ არის, არამედ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და მიუსაჯა 15 თვიანი პატიმრობა. პროკურატურამ ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და რადგან სააპელაციო სასამართლომ განაჩენი არ შეცვალა, შემდეგ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ კი გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მიუსაჯა 4 წელი და 5 თვე. ამას გამოაკლდა მოხდილი 15 თვე და დარჩა 3 წელი და 2 თვე. საქმე დახურული არ იყო, ანუ პროკურატურა აგრძელებდა პროცესს და შესაბამისად აპელირება იმაზე, რომ ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ ხდება გასამართლება– არასწორია!

3. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმ მოსამართლეების (პირველი ინსტანცია, სააპელაციო) პერსონიფიცირება და გაცნობა ვინც 48 მილიონის გაფლანგვისთვის მხოლოდ 15 თვეს უსჯის ბრალდებულს.

4. უმრავი მაგალითი იქნება მსგავსი შემთხვევებისა (პროკურატურის გასაჩივრების შედეგად კვალიფიკაციის შეცვლა/ბრალის დამძიმება) ევროპის თუ ამერიკის სასამართლო სისტემაში და კარგი იქნება თუ ამ მაგალითების შესახებ საზოგადოებას მოახსენებენ.

5. რაც დავწერე ალბათ არცერთი მხარისთვის არ იქნება მისაღები, მაგრამ რა გაეწყობა, როგორც პლატონი იტყოდა: სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს მაგრამ ცოტა დამცველი.

Facebook Comments
x

Check Also

“პრემიერო, შეიძლება 20 ივნისს დაგეგმილი „წლისთავის“ ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად…”

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. „თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსე ...