Home » მთავარი » “ვგმობ ნებისმიერ ძალადობას…”

“ვგმობ ნებისმიერ ძალადობას…”

ვგმობ ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ჩაერიოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს-ასე ეხმაურება,არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ანრი ოხანაშვილის მხრიდან, ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის კრიტიკას. გიგაურმა აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“დღეს საქართველოში არსებული აგრესიული და პოლარიზებული გარემო დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას პირის მიმართ (პოლიტიკოსი იქნება ეს თუ სხვა საჯარო ან არასაჯარო პირი), რომელსაც განსხვავებული პოზიცია გააჩნია, მითუმეტეს აგრესიის ამ პირის ოჯახის წევრების მიმართ გამოვლინებას. მაგრამ ამავდროულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ჩაერიოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს, რომელსაც, ჩემი აზრით, გამორჩეული ჟურნალისტური სტანდარტი აქვს ყოველთვის,”- წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...