Home » ეკონომიკა » “წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა”

“წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა”

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც სსფ-ის მისიის წევრთა მიერ გაკეთებული მიგნებებს მოიცავს.

“წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6-პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით

სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას.” – ნათქვამია რელიზში.

Facebook Comments
x

Check Also

,,27 სექტემბერს მე მინდა ვიფიქრო იმაზე, როგორ გავიმარჯვო ომის ტკივილზე…“

თამარ ჯამარიშვილი 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე, დღე, რომელიც უკვე წლებია ტკივილს იწვევს ყოველ ...