Home » მთავარი » გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა

პარტია ,, თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა თუმცა მას ამის საშუალება სამართალდამცავებმა  მას არ მისცეს .

ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსა და გოგი წულაიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, პოლიცილებმა გოგი წულაიას ჩამოართვეს შეშა და აუხსნეს რომ  ტროტუარზე ცეცხლს ვერ დაანთებდა.

“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა, მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ,” – განაცხადა წულაიამ

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...