Home » მთავარი » “ვინ მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრერიალში რუსეთიდან მონაწილეობას, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“

“ვინ მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრერიალში რუსეთიდან მონაწილეობას, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“

ევროსაბჭოს მინისტერიალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტერის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

ლაშა დარსალიას თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს სამდივნოსთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია:

„მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვართ კონსულტაციების რეჟიმში, როგორც პარტნიორებთან, ასევე ევროსაბჭოსა და მის სამდივნოსთან. ვინ მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრერიალში რუსეთიდან მონაწილეობას, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“ – ამბობს ლაშა დარსალია.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...