Home » მთავარი » “ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ: გაანებეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი!..”

“ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ: გაანებეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი!..”

„ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს იმის რესურსი კანონიერი გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივნმა კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ძაგანია ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„რამდენჯერ უნდა მოგვარტყან ცხვირში „ნაციონალებმა“ ჩვენ, ხალხს, ჟურნალისტებს, საზოგადოებას, ბიზნესმენებს, რომ გავიგოთ, არ არიან ის ხალხი, კომპრომისზე წავიდნენ და მოლაპარაკებების, საარჩევნო გზით იბრძოლონ ხელისუფლებისთვის. მათ არ აქვთ იმის რესურსი კანონიერი, კონსტიტუციური გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ: გაანებეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი, ხომ ხედავთ, ვერ გამოგყავთ ხალხი, ხომ ხედავთ ხალხი მიხვდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი გამოყენება უნდა ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად.
გამოეყავით მათ, ერთად დავდგეთ და ერთად მოვითხოვოთ პროპორციული არჩევნები. მაშინ ნამდვილად მივაღწევდით პროპროციულ არჩევნებს ყველა მინუს „ნაცები“ კახა რომ ვყოფილიყაავით“, – განაცხადა ძაგანიამ.

ძაგანიამ კომენტარი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ნათელაშვილს იმის რესურსი არ აქვს, ოპოზიციის ლიდერი გახდეს.

„შალვას მაგხელა გამბედაობა არ აქვს. ძალიან მხდალია. ოპოზიციის ლიდერი რომ გახდე, უნდა იყო პოლიტიკურად გაბედული. შალვას ამის რესურსი არ აქვს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი არ დაუთმობს ამ ყველაფერს. ერთმა ჩემმა მეგობარმა და ცნობილმა პოლიტიკოსმა სარაია დაარქვა იმ ადგილს, სადაც ესენი იკრიბებიან. მთავარია ხალხმა დაინახოს, რისთვის ხდება ეს შეკრებები – იმისთვის, იქ მყოფები კიდევ რამდენიმე მილიონით გამდიდრნენ მიშასგან. მიშა ფულს იხდის და შალვა ლიდერი გახდება? რა ზღაპარია“, – განაცხადა ძაგანიამ.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, ...