Home » მთავარი » დავით უთმელიძე ახალ ავტობუსში მოსახლეობას გაესაუბრა

დავით უთმელიძე ახალ ავტობუსში მოსახლეობას გაესაუბრა

საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ მის ოლქში დანიშნული ახალი ავტობუსით იმგზავრა და მოსახლეობას გაესაუბრა.

საბურთალოზე, ვეძისი-ლისისი ტბის დასახლების მიმართულებით მოძრავი N29 ავტობუსი ახლით ჩანაცვლდა.

ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსები დღეს პირველად გავიდნენ აღნიშნულ მარშუტზე.

საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში დავით უთმელიძემ პირადად იმგზავრა აღნიშნულ მარშრუტზე ახალი ავტობუსით, გაესაუბრა მგზავრებს და მოისმინა მათი შეფასება ახალი ავტობუსების შესახებ.

„ ავტობუსების სიმცირის და სიძველის გამო ძალიან არაკომფორტული იყო აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა ვეძისის და ლისის ტბის დასახლების მაცხოვრებლებისთვის. ავტობუსები დიდი ინტერვალით  დადიოდნენე, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისი მერიამ გადაწყვიტა  ამ მიმართულებით ძველი ავტობუსების ახალით ჩანაცვლება. მიხარია რომ, შევძელით საბურთალოს მოსახლეობისთვის კომფორტის შექმნა, რაც მთავარია მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებ ყველას.“ – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

Facebook Comments
x

Check Also

იგივე ჩვენთანაც რომ არ განმეორდეს! – საზოგადოების მიმართვა ივანიშვილს

საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს! – ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, ...