Home » მთავარი » საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ მექანიზმს წარმატებით იყენებს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების პროცესზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეგახსენეთ, რომ ბრიუსელში საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

ბრიუსელში საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...