Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრედრაგ ბოსკოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

მინისტრებმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებამდე განვლილ ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ მონტენეგროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატოს მეტი ჩართულობა დაასახელა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მონტენეგროს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში გამართული თავდაცვის მინისტერიალიც შეაფასა და განმარტა, რომ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს.

ირაკლი ღარიბაშვილი: „თავდაცვის სფეროში აშშ-თან უპრეცედენტო დონის თანამშრომლობა გვაქვს“

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...