Home » მთავარი » პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის შესასვლელთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.

ადგილზე ჯერჯერობით სიმშვიდეა და შესაბამისად სამართალდამცველების რაოდენობაც მცირეა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები “კურიერთან” საუბრისას აცხადებენ, რომ დღეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ იგეგმება. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს და გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

“ყველას მინდა გავახსენო, რომ შოთაძე გადადგა ძალიან დიდი საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად. ჩვენ გვახსოვს, როდესაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გიორგი გახარია, ამას მოჰყვა პროპორციული არჩევნების ჩაგდება,” – განაცხადა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

“ივანიშვილი დემონსტრაციულად ანგარიშს უსწორებს საზოგადოებას და ცდილობს, თავისი ძალა დაგვანახოს. როდესაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს აგროვებს ხელისუფლება თავის ირგვლივ, ეს ძალიან ჰგავს ყველა ავტორიტარის აღსასრულს.

რაც შეეხება კონკრეტულად შოთაძეს, მის სინდისზეა ძალიან ბევრი დანაშაული,” – აღნიშნა “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

“შოთაძე თავის დროზე იმიტომ გავუშვით სახლში, რომ მან გააყალბა საქმე. მას არაერთი საქმე აქვს გაყალბებული და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას.”

საარჩევნო პერიოდია და პოლიტიკური ოპონენტების დევნა უკვე ღიად დაიწყო ივანიშვილმა. შოთაძე არის კაცი, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს,” – განაცხადა “შეცვალეს” წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...