Home » მთავარი » ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს – კახა კალაძე

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს – კახა კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივნის , კახი კალაძის თქმით მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს .

“ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა ცალკეულ პარტიებს, ცალკე შეხვედრები გავაკეთოთ, ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. მე მივესალმები ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით”, — თქვა კახა კალაძემ.

კალაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მასშტაბური აქცია 4 აპრილს დააანონსა

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...