Home » მთავარი » რავიცი, გაყიდონ ოფისები, დააბრუნონ და მორალურად წელში გამართულად გვესაუბრონ მერე

რავიცი, გაყიდონ ოფისები, დააბრუნონ და მორალურად წელში გამართულად გვესაუბრონ მერე

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცებას ეხებოდა, გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრა და ოპოზიციას ბიუჯეტში 50 მილიონის დაბრუნება მოსთხოვა.

“როდესაც ოპონენტები, ფაქტობრივად, იგონებენ კორუფციულ ფაქტებს ჩვენთან მიმართებაში და მერე ამის პროპაგანდირებას ახდენენ, საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ 50 მილიონზე. დასაბრუნებელი არ აქვთ? ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, საუბრობენ პოლიტიკურ კონტექსტზე ამ დაკავების. მომავალ სხდომაზე, იმედი მაქვს, იქნებიან კოლეგები და ამ კითხვით მინდა მივმართოთ, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ? რავიცი, გაყიდონ ოფისები, დააბრუნონ და მორალურად წელში გამართულად გვესაუბრონ მერე,”-განაცხადა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე. 

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...