Home » მთავარი » ეროვნული იდეოლოგიის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს!

ეროვნული იდეოლოგიის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს!

ეროვნული იდეოლოგიის  სემინარიის შექმნა ხელს  შეუწყობს სახელწიფო სტრუქტურების საქმიანობას და კადრების მომზადებას 2020 წლის 4 თებერვლას გაზეთ კვირის პალიტრის ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა პროფ. ჯილდა სიხარულიძის წერილი.

,,ერვონული იდეოლოგიის განვითარებისა და ფორმირებისათვის და კიდევ: როგორ იბრძოდნენ უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია ეროვნული იდეოლოგიის წინაარმდეგ’’

სწორედ ამ წერილს ეხმიანებს საჯარო წერილით ისტორიკოსი ჯემალ ლაზარიშვილი.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

-უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ქალბატონ სიხარულიძის მიმართ, რომლმაც კდიევ ერთხელ სრული ობიექტურობითა და პრინციპულობით ამხილა მეცნიერები (მ.მამარდაშვილი, ე.კოდუა, გ,თევზაძე,ვ.ერქომაიშვილი) და მეცნიერებათა აკადემიის სწავლული ექსპერტთა საბჭო რომლებიც ებრძვიან ეროვნულ იდეოლოგიას და მას განიხილავენ , როგორც ,,გზას ფაშიზმისაკენ’ აზროვნების მსგავსი არადეკვატურობის გამოხატულება შეიძლება მივიჩნიოთ სიონისტური , ანტიქრისტიანული იდეოლოგიისაკენ გადახრად , რაც სულ ცოტა საკუთარი ქვეყნის ღაალტის ტოლფასია.

როგორც ჩანს ეროვნული  იდეოლოგიითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალგანვითარებული ქვეყნები როგორებიცაა : იაპონია , ინგლისი, ესპანეთი, ჩინეთი იისრაელი და მრავალი სხვა ,, ფაშიზმის’’ მიმდევარნი არიან რაც სრლი აბსურდია .

აუცილებელია ეროვნული იდეოლოგიის არა მხოლოდ ფილოსოფიური არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფასება , ვინაიდან  1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ არ წარმოადგინა ქვეყნის განვითარების კომპლექსური იდეოლოგიური გეგმა-პროექტი, სადაც გარკვეული იქნებოდა სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითადი მიმართულებები .

სწორედ ამით არის გამოწვეული დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემები და ის სიბრძნეები რომელიც დღითი დღე იზრდება.

მნიშვნელოვანია მეცნეირის ჯ.სიხარულიძის წინადადება სამთავრობო დონეზე საკონსულტაციო სემინარის შექმნასთან დაკავშირებით რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრუქტუების საქმიანობასა და კადრების მომზადებას.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქართული ეროვნული იდეოლოგიის ფუძემდებელი უახლოეს ისტორიაში არიან : სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი , ილია ჭავჭავაძე , ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი , ვარლამ ჩერქეზიშვილი , ექვთიმე თაყაიშვილი არჩილ ჯორჯაძე, ივანე ჯავახიშვილის და სხვა არაერთი ღირსებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული მოღვაწე.

როგორც დიდი ილია ამბობს ,,ცხოვრება თვითრჯულია და  იგი მავანთა და მავანთა რიკრიკზედ არ მოეწყობა’’.

ეს არის ერთადერთი გზა განვითარებისაკენ. ეროვნული იდეოლოგიის გარეშე.

საქართველოს  მომვალაი არა აქვს , სხვა შემთხვევაშუ შეუძლებელი იქნება დაკარგული ტერიტორიებისა და ისტორიული მოწყობების აღდგენა, დაბრუნება და საზოგადოების კეთილდღეობა მოსახლეობის სიღარიბიდან გამოყვანა და მიგრაციის შეჩერება, სამართლიანობის დამკვიდრება და ქვეყნის აღორძინება , სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სარწმუნოების დაცვა გლობალიზაციისკენ .

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...