Home » მთავარი » მინისტრი “კრწანისის” ტერიტორიაზე მივიდა

მინისტრი “კრწანისის” ტერიტორიაზე მივიდა

ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება.

ასევე, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა. ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის “კრწანისის” ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო შენდება, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. წლის ბოლომდე 200 ყაზარმას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება: „მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული.

ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი“ თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთხსენებული ტიპის ...