Home » მთავარი » ზუგდიდის მერიის დარღვევებზე გამოძიება 14 თებერვალს დაიწყო

ზუგდიდის მერიის დარღვევებზე გამოძიება 14 თებერვალს დაიწყო

ზუგდიდისა და მესტიის  მუნიციპალიტეტების  2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების  შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 2020 წლის 14 თებერვალს დაიწყო.

კერძოდ, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ზუგდიდის მერიის დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე გამოძიების დაწყებას ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითლიძე  ითხოვდა და შესაბამისი განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას დღეს მიმართა .

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...