Home » მთავარი » ნათელაშვილის აზრით, დასავლეთის შესაშინებლად კიბერშეტევაში რუსეთთან ერთად სუს-იც მონაწილეობდა

ნათელაშვილის აზრით, დასავლეთის შესაშინებლად კიბერშეტევაში რუსეთთან ერთად სუს-იც მონაწილეობდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აზრით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იყო ჩართული. მისი თქმით, ეს დასავლეთის შესაშინებლად იყო გათვლილი.

“ეს არ იყო მარტო გრუ-ს კიბერშეტევა, აქ მონაწილეობდა ივანიშვილის სპეცსამსახური სუს-ის სახით. ეს იყო გათვლილი დასავლეთის შესაშინებლად, მათზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად, რომ აი, რუსეთის სპეცსამსახური ისეთი ძლიერია, რომ შეგვიძლია აგიფეთქოთ სერვერები, დაგამხოთ თავზე არჩევნების შედეგები და ამისათვის საქართველო გახდა ესეთი საცდელი პოლიგონი”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით “I’ll Be Back”.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...