Home » მთავარი » არასრულწლოვანს რომელმაც მამა იარაღით მოკლა ბრალს დღეს წაუყენებენ

არასრულწლოვანს რომელმაც მამა იარაღით მოკლა ბრალს დღეს წაუყენებენ

საჩხერის სოფელ ჭალაში მცხოვრებ არასრულწლოვანს, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ბრალს დღეს წაუყენებენ.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა კი კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...