Home » მთავარი » “ხელისუფლების საქციელი არაადეკვატურია…”

“ხელისუფლების საქციელი არაადეკვატურია…”

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ქართულ მხარეს უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომ აზერბაიჯანელების მიერ სასაზღვრო ზონაში მიმდინარე საგზაო სამუშაოები შეაჩეროს.

არქიმანდრიტი ხელისუფლების საქციელს არაადეკვატურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ვანდალიზმის შესახებ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა შეატყობინოს.

„სრულ გაუგებრობაში ვართ. ეს პროცესი არ მოითხოვს მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტებზე საუბარს. სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამნაირ საკომუნიკაციო სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ამნაირი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლთან არ შეიძლება და ვანდალიზმია. მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ-ნაკრძალი, მუზეუმ-ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით კლდეების თხრა? თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში. მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ რა თქმა უნდა, ადეკვატური არ არის. არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...