Home » მთავარი » თავდაცვის მინისტრმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...