Home » თქვენი სათქმელი » “ცვლილება არ ნიშნავს წარსული კადრების დაბრუნებას!..”

“ცვლილება არ ნიშნავს წარსული კადრების დაბრუნებას!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ქაჯაია

მოგეხსენებათ ქვეყანაში ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისია .ვფიქრობ ეს ხელოვნურად არის გამოწვეული ,თვითონ მოქმედი პოლიტიკოსების მხრიდან .თუ ადამიანი ბრმა არ ხარ დაინახავ მარტივად თუ როგორ კეკლუცობენ ერთმანეთთან სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ,გამომდინარე აქედან პრიორიტეტული გახდა მათთვის სკამების შენარჩუნებაზე ფიქრი და სხვა არაფერი სიტყვა დემოკრატია მხოლოდ ფარი გახდა მათთვის .ყველანაირ ღონეს ხმარობენ იმისათვის რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ მოაზროვნე მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდების სრული დემორალიზება და გათიშვა პოლიტიკური პროცესებიდან ვინაიდან ფიქრობენ რომ ეს საფრთხეა . უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვთქვათ რომ ჯერჯერობით მათ ხელთ არსებული ბერკეტებით ახერხებენ კიდეც ჩანაფიქრის განხორციელებას ავად თუ კარგად .

მეგობრებო თანამოქალაქენნო უბრალოდ აქტიურო ადამიანებო დროა ცვლილების !დროა იმისა რომ არ ვითამაშოთ სხვისი თამაში და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს სამშობლოს სოფელს თუ ქალაქს სუფთა სინდისით გაგვაჩნდეს ღირებულებები და პრინციპები . საზოგადოების დაკვეთა არის ცვლილება მაგრამ ეს არ ნიშნავს წარსული კადრების დაბრუნებას . საჭიროა სრულიად ახალი გაუსვრელი მოუსყიდავი ახალგაზრდობა რომელთაც მხოლოდ ერთი აზრი გააჩნიათ არა ბიზნესის კეთება სახელმწიფოს ხარჯზე ,კორუფცია ,ნეპოტიზმი ,კრიმინალი ,თაღლითობა ,ბიუჯეტის ფულის გაფლანგვა ,შური და სხვისკენ თითის გაშვერა არამედ ევროპული მშვიდი სახელმწიფოს შექმნა და ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში საკუთარი მცირე წვილილის შეტანა .აი ასეთი ძალა უნდა შევთავაზოთ ხალხს წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ამ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ. დროა გამოფხიზლების და მოქმედების თუ გსურს შენი პრინციპები დაიცვა და განავითარო შენი იდეა არასოდეს არ უნდა იყო მართული მხოლოდ თავისუფალ პიროვნებას შესწევს უნარი ღირსეულად ემსახუროს თავის ქვეყანას .

Facebook Comments
x

Check Also

COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა…

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ განაცხადა, რომ COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა უფრო ...