Home » მთავარი » კალაძე-უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე თვალის დახუჭვა არ მოხდება

კალაძე-უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე თვალის დახუჭვა არ მოხდება

თბილისის მერის თქმით, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე თვალის დახუჭვა არ მოხდება. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ გლდანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გააკეთა:

“გლდანში კონკრეტულად 2 ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე,  ეს არის ბოჭორიშვილი-ხიზაბავრის ქუჩები და ხარაძის ქუჩა, როდესაც მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია შემოწმებაზე იმისთვის, რომ ჩაებარებინა პროექტი, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო. თვალს ვერ დავხუჭავთ არასწორ შესრულებულ სამუშაოებზე და შესაბამისად ამ კომპანიას დაევალა თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა კახა კალაძემ და გლდანის გამგებელს მოუწოდა რომ გაეკონტროლებინა სამუშაოების დროულად შესრულება,

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...