Home » მთავარი » მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

სასამართლო სხდომა დღეს, 26 თებერვალს 15 საათზეა ჩანიშნული. ბრალდებული გამომძიენებლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც წინასასამართლო სხდომას დასწრებია. მხარეები მაშინ შეთანხმდნენ, რომ საქმის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, სხდომა ბრალდებულის გარეშე გაგრძელებულიყო.

12 თებერვალს ჩოლოიანის წინასასამართლო სხდომა დაიხურა. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. მათი არგუმენტი იყო, რომ საქმეშია არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაცია, რომელთა გაჟღერებით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მათ. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა და ის უცვლელად დატოვა

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...