Home » მთავარი » სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ

სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ

ახლადარჩეული გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს შეხვედრაზე გააცნო. მთავარი პროკურორის თქმით, თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.

უწყების ცნობითვე, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა ბაკურ აბულაძე. მან თავდაპირველად მუშაობა დაიწყო სტაჟიორ-პროკურორად და სხვადასხვა დროს მუშაობდა ასევე რაიონულ და თბილისის პროკურატურებში. 2015 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე.

მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დააბრუნა. პარლამენტმა მისი კანდიდატურა განხილვის გარეშე დაამტკიცა. ის უწყებას ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...