Home » თქვენი სათქმელი » ვფიქრობ, რომ არ ვიქცევით კარგად, როდესაც ასე გავურბივართ ჩინელებს…

ვფიქრობ, რომ არ ვიქცევით კარგად, როდესაც ასე გავურბივართ ჩინელებს…

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თინა თაყაძე

იტალია. ემიგრანტი

თქვენი, არ ვიცი მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არ ვიქცევით კარგად, როდესაც ასე გავურბივართ ჩინელებს. ვფიქრობ, დაგვავიწყდა, რომ ადამიანები არიან და აქვთ ემოცია. ასევე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, რომ თუ ავადაა, არ იაროს ქუჩაში, არ გადასდოს სხვას და იზრუნოს პირველ რიგში, საკუთარ სიცოცხლეზე.

წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ გავრცელებულიყო და თითოეული თქვენგან სთვის, როგორც ავადმყოფისთვის და სიკვდილის გამავრცელებელი ობიექტივის, ისე შემოეხედათ?

იტალიაში ვარ ამჟამად. ორი კვირის უკან მეტროში შევედი. მეორე გაჩერება იყო და ბევრი მოდიოდა ჩემთან ერთად. ვაგონში ორი ჩინელი იჯდა და რომ დაინახეს ისე გამოცვივდნენ, შემრცხვა. მივედი, გვერდით მივუჯექი და გადაჯდა. ავდექი და ისევ მივუჯექი, თან გავუღიმე.,, არ გაქვს პრობლემაო ? მკითხა.,, არა მეთქი” ღიმილით ვუპასუხე და ხელი მოვხვიე. მათი თვალები უნდა გენახათ. არ ვიცი, რომელი ემოციისაგან, მაგრამ, უბრწყინავდათ. 45 წუთი, მხოლოდ ჩვენ სამმა ვიმგზავრეთ ოტავიანოდან-ნაპოლამდე და მას შემდეგ 16 დღე გავიდა. ხოდა არც ვირუსი შემყრია და არც შევშინებულვარ.

მე, მხოლოდ ადამიანების მათდამი ასეთმა დამოკიდებულებამ ამაფორიაქა.,, მითხრეს, რა კარგი ხალხი ყოფილხართ ქართველები,, – ო. იმას ხოარ ვეტყოდი, ვაგონიდან გაქცეული ხალხის თითქმის ნახევარი, ქართველი იყო-თქო. ვირუსით კი არა და სითბოთი ამავსო, იმ ორმა ჩინელმა. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ მაგარი,, ტიპი,, ვარ. არა, უბრალოდ, ცოტა მეტი სითბო და ყურადღება, ადამიანებო.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...