Home » მთავარი » ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რეკომენდაციების თანახმად, სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. კერძოდ, საჭიროა ზედაპირების (მაგალითად, მაგიდების) და საგნების (მაგალითად, ტელეფონების, კლავიატურის) რეგულარულად გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით, ვინაიდან თანამშრომლების ან მომხმარებლების მიერ ზედაპირების დაბინძურება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზაა.

თანამშრომლებმა, კონტრაქტორებმა ან მომხმარებლებმა რეგულარულად და კარგად უნდა დაიბანონ ხელები. საამისოდ, სადეზინფექციო დოზატორები თვალსაჩინო ადგილას უნდა მოთავსდეს და ისინი რეგულარულად ივსებოდეს.

სამუშაო ადგილას ხელის დაბანის მოწოდების შემცველი პოსტერები უნდა განთავსდეს. პერსონალს, კონტრაქტორებსა და მომხმარებლებს წვდომა უნდა ჰქონდეთ იმ ადგილებზე, სადაც მათ ხელების დაბანა საპნით და წყლით შეეძლებათ, ვინაიდან ხელების დაბანა ვირუსს კლავს და კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

სამუშაო ადგილას რესპირატორული ჰიგიენის კარგი პირობები უნდა იყოს დაცული. რეკომენდებულია შესაბამისი პოსტერების ჩამოკიდება. სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირბადეები და/ან ქაღალდის ხელსახოცი, მათთვის, ვინც სამსახურში ახველებს ან ვისაც სურდო აქვს.

სასურველია თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა საქმიან მივლინებებში გასვლამდე კონსულტაცია გაიარონ. მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ გარშემო კორონავირუსი ვრცელდება, ნებისმიერი პირი, რომელსაც თუნდაც ზომიერი ხველა ან დაბალი სიცხე (37.3 ან მეტი) აქვს, სახლში უნდა დარჩეს. ეს წესი ვრცელდება მათზეც, ვისაც მარტივი მედიკამენტების მიღება მოუწია, მაგალითად, პარაცეტამოლის/აცეტამინოფენისიბუპროფენის ან ასპირინის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის სიმპტომების შენიღბვა. სახლში დარჩენაა საჭირო, თუნდაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდეთ.

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ და თანამშრომლებს განუმარტონ, რომ სახლში გატარებული დღეები ავადმყოფობის გამო შვებულებად ჩაეთვლებათ.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...