Home » მთავარი » “ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს!..”

“ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს!..”

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ის ფაქტიც, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგცა ჩვენ იმის საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გუშინვე საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები, რომლებსაც ინფექცია არ დაუდგინდათ საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს და საავადმყოფოში 10 ადამიანი რჩება. 1 მათგანი იტალიის მოქალაქეა, 4 კი აზერბაიჯანის. მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან გასამკლავებლად მზადაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, კარანტინში მყოფი ადამიანები კი შესაბამისი პირობებით არიან უზრუნველყოფილები.

„ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაფერისი პირობები. ასევე ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...