Home » მთავარი » ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ეკატერინე ტიკარიძე – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით ქვეყანაში პანიკის საშიშროება არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ახალი კორონავირუსის(COVID-19) ეპიდემიის საფრთხე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს, ღამით. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია იზოლირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მოვახდინოთ მათი კარანტინში მოთავსება. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაფერისი პირობები“, – განაცხადა ტიკარაძემ 27 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მობილიზებულნი არიან საავადმყოფოები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში: „მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“.

ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობას აგრძელებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...