Home » მთავარი » “მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ…”

“მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ…”

ოპოზიციის განმარტებით, ეს არ არის მეხუთე რაუნდი, სადაც  საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ იმ მიზეზებს, თუ რატომ გახდა შეუძლებელი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალზე პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს.

“სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც არ დასრულებულა ნამდვილად არის ის, რომ ახლა გვეუბნებიან 110/40-ზე არის ახალი პოზიცია. მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს, ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. 110/40-ზე, რაც თქვა ბატონმა კობახიძემ ვერ იქნება მისაღები, იმიტომ რომ ეს არ ითვალისწინებს მისწრაფებებს პროპორციული არჩევნებისას. თუმცა ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით რაღაც კომპონენტებს შეიტანენ. შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან ვერ იქნება მეორე მნიშვნელოვანი საკითხის გარეშე, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდეს და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...